logo
ENG



მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს

14 აგვ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 
od1b65c596jkwgt.jpg

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ ფორმულანიუსს დაუდასტურა.

მისი განცხადებით, ის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი არ იქნება.

მირიან ნიკოლაძე "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. როგორც ნიკოლაძემ აცხადებს, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.


close დახურვა